დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდთან 45:83 განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს სან დიეგოელთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა, თუმცა კი, შესაშური სიზუსტე ნამდვილად არ გამოუჩენია.
დუდამ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა და 12 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ სანაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.
“ტორეროსს” მორიგი მატჩი 17 ნოემბერს ელის, როდესაც დასავლეთ მიჩიგანის გუნდს ესტუმრება.