ფეხბურთი

21:22 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის და ბლატერს ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთა ემუქრებათ

როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და უეფას თავკაცი მიშელ პლატინი შესაძლოა ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთონ. აღნიშნულ პირებს შორის კორუფციული გარიგების საქმეზე გამოძიება თითქმის დასრულებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას ეთიკის კომიტეტი შობამდე მიიღებს.

2011 წელს ბლატერმა პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა. ფრანგმა განაცხადა, რომ ეს თანხა მისი გასამრჯელო გახლდათ და არაკანონიერი არაფერი მომხდარა. ეთიკის კომიტეტმა მათ საქმიანობა 90 დღით შეუჩერა. მიშელმა და ზეპმა კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

0.117191