კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ადრიანომ განაცხადა, რომ ლიონელ მესი 21 ნოემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად მზად იქნება. არგენტინელი სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა და უკვე ერთი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
“მისი სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებიტ მიმდინარეობს, იგი ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ფულს ჩამოვდივარ, რომ მესი “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მიიღებს. იგი თავს მშვენივრად გრძნობს.” – განუცხადა Mundo Deportivo-ს ადრიანომ.
მადრიდის “რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.