საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-2 ტურშიც გამარჯვება იზეიმა. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიაკში მიმდინარე შეჯიბრზე ქართველებმა თურქეთს 2.5:1.5 სძლიეს და ლიდერთა შორის რჩებიან.
საქართველო – თურქეთი 2.5:1.5
ძაგნიძე (2566) 1:0 ატალიკი (2385)
ხოტენაშვილი (2512) 0:1 ილდიზი (2348)
ჯავახიშვილი (2479) 0.5:0.5 ოზთურქი (2256)
ბაციაშვილი (2509) 1:0 ისკანდაროვა (2200).
2 ტურის თავზე ოთხ-ოთხი ქულით ევროპირველობის სათავეში საქართველო, უკრაინა, იტალია და რუსეთი იმყოფებიან.
მე-3 ტურში საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ უკრაინასთან პრინციპული დაპირისპირება ელის, რუსეთი კი იტალიას ეთამაშება.
წარმატებული დღე ჰქონდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებსაც, რომელმაც მეხუთე ნომრად განთესილ ინგლისის უძლიერეს ნაკრებთან ყაიმი დააფიქსირა.
ინგლისი – საქართველო 2:2
ადამსი (2744) 0.5:0.5 ჯობავა (2668)
ჰოუელი (2693) 0.5:0.5 მჭედლიშვილი (2618)
მაკშეინი (2687) 0.5:0.5 ფანცულაია (2567)
ჯოუნსი (2615) 0.5:0.5 გაგუნაშვილი (2539)
მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკეები, რომელთაც 3 ქულით მე-7 ადგილი უკავიათ, პოლონეთს გაეჯიბრებიან.
ოთხ-ოთხი ქულით ლიდერები აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ესპანეთი და საფრანგეთი არიან.