ფეხბურთი

18:59 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ფალკაოს ვადაზე ადრე დაემშვიდობება

ბრიტანულ პრესაში ვარაუდობენ, რომ ლონდონის “ჩელსი” “მონკოდან” განათხოვრების წესით აყვანილ კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს ვადაზე ადრე, იანვარში დაემშვიდობება.

ESPN-ის ცნობით, “არისტოკრატების” ხელმძღვანელობა სახელფასო უწყისის შემცირებას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით, 29 წლის კოლუმბიელთან ვადაზე ადრე გამოთხოვების შესაძლებლობას განიხილავს.

მაგრამ ლონდონელებს მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ, რადგან ძალიან გაჭირდება ისეთი კლუბის მოძებნა, რომელიც პრობლემური ფორვარდის მიღებას დათანხმდება და თანაც მას ასეთ მაღალ ანაზღაურებას გადაუხდის.

ფალკაოსთან განშორების სურვილი მხოლოდ ფინანსებით არ უნდა იყოს განპირობებული. მასთან შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხა ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება. კოლუმბიელი მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ჯამში პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი გაიტანა. როდესაც მაღალ ფინანსურ დანახარჯს ასეთი წარუმატებელი ახლავს, ბუნებრივია, რომ მასთან განშორების იდეა დღის წესრიგში დადგა.

0.119279