თამაშგარე

10:59 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამასავით მექალთანე ბრუკლინ ბექჰემი

ჩვენ დევიდ ბექჰემისა გვიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა ეს კაცი ყველასათვის საყვარელი ვინმე ყოფილიყო და თან ისეთი მექალთანის სახელიც კი დაეგდო, რომ რასპუტინსაც კი შეშურდებოდა და როგორც აღმოჩნდა, დევიდის უფროსი ვაჟიშვილი ბრუკლინი მამაზე მეტად ყოფილა ქალებში გადავარდნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინ ბექჰემი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, სადაც კი ლამაზ ასულს წაეწევა, ვითარცა ხონელი მამალი, ყველას უკან დასდევს და რა გასაკვირია, რომ არც ქალები არიან მის მიმართ გულგრილნი. ბოლოს და ბოლოს წმინდა სპორტული ინტერესია, როგორი იქნება უმცროსი ბექჰემი “იმ” ამბავში.

მიუხედავად სატრფომრავლობისა, ბრუკლინ ბექჰემს უკვე ოფიციალური გულისსწორიც ყავს. ეს გახლავთ 18 წლის მსახიობი, სონია ბენ ამარი, რომელთანაც დევიდის პირმშო არაერთ “ბრჭყვიალა” ალაგას გამოჩნდა და რამდენჯერმე არც საჯაროდ მტლაშა-მტლუშის ატეხვას მოერიდა. მოესწრო ბიჭი დევიდს მოესწრო...

0.117869