როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” “დორტმუნდის” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველების ილქაი გუნდოგანის და სამირ ნასრის გადაბირებით დაინტერესდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანელი მოთამაშე “ბარსელონას” სურდა, თუმცა მოლაპარაკება “ბორუსიასა” და ესპანელებს შორის ვერ შედგა. იტალიის ჩემპიონიდან ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი ნახევარდაცვაში ხედირას და ერნანეშის თამაშით კმაყოფილი არაა.
ბეპე მაროტა მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 20-დან 25 მილიონი ევროს ფარგლებში შესთავაზოს თანხა.
იტალიური გამოცემის ცნობით, სამირ ნასრი “მანჩესტერ სიტიდან” აბარგების წინააღმდეგი არაა და შესაძლოა, ინგლისელებმა მისი სატრანსფერო ფასი დაწიონ, რათა ნახევარმცველი იტალიაში აღმოჩნდეს.