როგორც ESPN-ი იუწყება, არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველმა მარტინ დემიკელისმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. გავრცელებული ცნობით, თუ სამხრეთამერიკელი ინგლისურ გრანდს დატოვებს, მშობლიურ “როსარიო ცენტრალში” დაბრუნდება.
დემიკელისი “ქალაქელებს” 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 84 მატჩში 4 გოლი გაიტანა. არგენტინელს “სიტისთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება.