საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა. პატარა “ჯვაროსნებმა” “მიხეილ მესხზე” მეორე ტურში ალბანეთს 1:0 აჯობეს და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს. ერთადერთი გოლი თამაშის დასრულებამდე 4 წუთით “საბურთალოს” შემტევმა გურამ გოშთელიანმა გაიტანა.
ჯგუფის მეორე მატჩში ავსტრიამ უელსს 2:0 მოუგო და თუ ბოლო ტურში ვასილ მაისურაძის გუნდი ავსტრიას აჯობებს, ხოლო უელსი ალბანეთს ვერ მოუგებს ქართველი ახალგაზრდები შემდეგ ეტაპზე გავლენ... ანდაც, ავსტრიასთან ფრეც ხელსაყრელი იქნება, ოღონდ ალბანეთმა უელსს უნდა მოუგოს...
14 ნოემბერი
საქართველო - ალბანეთი 1:0
ავსტრია - უელსი 2:0
1. | ავსტრია | 2 | 2 | 0 | 0 | 4:1 | 6 | ||
2. | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | ||
3. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 1:3 | 3 | ||
4. | ალბანეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:3 | 0 |
17 ნოემბერი
14:00 - უელსი - ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)
14:00 - საქართველო - ავსტრია („მიხეილ მესხი“)