სხვა

14:14 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ იმარჯვა, ტოჩინოშინი დამარცხდა (+VIDEO)

კიუშიუ ბაშოს მე-7 დღეს მე-5 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ფუკუოკას სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა მიტაკეუმის კიმეტაოშით სძლია.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის იაპონელი ერთ-ერთ იმედისმომცემ სუმოისტად ითვლება და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონამდე გზა საოცარ ტემპში განვლო, თუმცა, გაგამარუმ მისი დაჯაბვნა მაინც მოახერხა. ქართველ სეკიტორს მომდევნო ორთაბრძოლა დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკაიასუსთან ელის.

3 მოგების წილ მე-4 მარცხი იგემა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის ყოჩაღად დაუდგა, თუმცა, იორიკირით მაინც წააგო.

კვირას, ქართველი სეკიტორი კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს გაეჯიბრება და ამით, რანგით მასზე მაღლა მდგარ მეტოქეებთან ჭიდილს მოილევს, ამდენად, ბაშოს მე-2 ნახევარში მდგომარეობის გამოსწორების კარგი შანსი ექნება.

ნოემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად ასევე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-7 გამარჯვება დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან იზეიმა.

ნოემბრის ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 2:15-დან, ტოჩინოშინის - 10:53-დან

0.108105