ჭადრაკი

2:05 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში სტარტი აიღო ევროპის გუნდურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებიც ჩაერთვნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრებია, რომელსაც კვალში რუსეთი და უკრაინა უდგანან. ვაჟთა რეიტინგ-სიას რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი ლიდერობენ, საქართველოს ნაკრებს კი მე-17 განთესვა გააჩნია.

პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე ჩეხეთი (მე-16 განთესვა) გახლდათ და ქართველმა მოჭადრაკეებმა იოლი გამარჯვება იზეიმეს – 3:5.0:5. პარტიები ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ მოიგეს, ნინო ბაციაშვილმა კი ყაიმი დააფიქსირა. მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება.

ჩეხეთი (16) – საქართველო (1) 0.5:3.5

კრისტინა ჰავლიკოვა (2323) – ნანა ძაგნიძე (2566) 0:1

ლელა ჯავახიშვილი (2479) – კაროლინა ოლსაროვა (2224) 1:0

ოლგა სიკოროვა (2230) – ნინო ბაციაშვილი (2509) 0.5:0.5

მერი არაბიძე (2408) – ევა კულოვანა (2213) 1:0

რუსეთი (2) – საბერძნეთი (17) 3:1

ინგლისი (18) – უკრაინა (3) 1.5:2.5

პოლონეთი (4) – ავსტრია (19) 3.5:0.5

სლოვენია (20) – საფრანგეთი (5) 1:3

სომხეთი (6) – ლატვია (21) 2.5:1.5

ჩერნოგორია (22) – გერმანია (7) 2:2

რუმინეთი (8) – ნორვეგია (23) 2.5:1.5

შვეიცარია (24) – უნგრეთი (9) 2:2

ჰოლანდია (10) – ლიტვა (25) 2:2

დანია (26) – ესპანეთი (11) 1:3

სერბეთი (12) – შვედეთი (27) 4:0

ბელგია (28) – აზერბაიჯანი (13) 1:3

თურქეთი (14) – ისლანდია (29) 3:1

ფინეთი (30) – იტალია (15) 0:4

პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმაც შოტლანდიასთან – 4:0. ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს. მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება.

შოტლანდია (35) – საქართველო (17) 0:4

სტივენ მანიონი (2342) – ბაადურ ჯობავა (2668) 0:1

მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – ალან ტეიტი (2337) 1:0

გრემ მორისონი (2323) – ლევან ფანცულაია (2567) 0:1

ლუკა პაიჭაძე (2573) – ენდრიუ მუირი (2313) 1:0

თურქეთი (19) – რუსეთი (1) 1:3

უკრაინა (2) – რუმინეთი (20) 3:1

სლოვენია (21) – აზერბაიჯანი (3) 1:3

საფრანგეთი (4) – შვედეთი (22) 3:1

იტალია (23) – ინგლისი (5) 1:3

სომხეთი (6) – ისლანდია (24) 4:0

მოლდოვა (25) – უნგრეთი (7) 2:2

პოლონეთი (8) – ავსტრია (26) 2:2

ისლანდიელი ლეგენდები (27) – ჰოლანდია (9) 0:5:3.5

გერმანია (10) – შვეიცარია (28) 2.5:1.5

ჩერნოგორია (29) – ნორვეგია (11) 2.5:1.5

ჩეხეთი (12) – დანია (30) 1.5:2.5

ფინეთი (31) – ლატვია (13) 2.5:1.5

ესპანეთი (14) – ბელგია (32) 3.5:0.5

ლიტვა (33) – სერბეთი (15) 2:2

ხორვატია (16) – ფარერის კ-ბი (34) 3:1

საბერძნეთი (18) – კოსოვო (36) 2.5:1.5

0.126756