ზენიცაში გამართული მატჩის მთავარი მოვლენები ბოლო 10 წუთში განვითარდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა სამი დღის შემდგომ დუბლინში გაირკვევა.
“პოლიეს” სტადიონზე შემდგარ დაპირისპირებაში უპირატესობას მეჰმედ ბაზდარევიჩის გუნდი ფლობდა და თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას, ეს ბოსნია იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ თამაშის გადარჩენისთვის მოუწიათ ბრძოლა. 82-ე წუთზე რობი ბრედმა ჩინებულად ითამაშა, როცა მარჯვენა ფლანგზე მცველებს თავგზა აუბნია და ასმირ ბეგოვიჩს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა. მარტინ ონილის გუნდს ანგარიში რომ შეენარჩუნებინა, საფრანგეთის ბილეთები თითქმის შეკვეთილიც ექნებოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ედინ ჯეკო. ბოსნიელთა საუკეთესო გოლეადრომა თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გააყაიმა და ახლა ყველაფერს დუბლინური 90 წუთი გაარკვევს.
ბოსნია – ირლანდია 1:1 (0:0) (VIDEO)
ზენიცა, “პოლიე”
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი; მუიძა (ვრანიეში 51), სუნჯიჩი, სპაჰიჩი, ძუკანოვიჩი; ვისკა (ჯურიჩი 73), პიანიჩი, სოსალიჩი, ლულიჩი (ჰაიროვიჩი 88); იბიშევიჩი, ჯეკო
მწვრთნელი: მეჰმედ ბაზდარევიჩი
ირლანდია (4-4-1-1): რენდოლფი; კოულმენი, კოეგი, კლარკი, უორდი (უილსონი 67); ჰენდრიკი, მაკარტი, უელენი, ბრედი (მაკგიდი 86); ჰულეჰანი (მაკლეინი 60); მერფი
მწვრთნელი: მარტინ ონილი
გოლები: 0:1 ბრედი (82), 1:1 ჯეკო (85)
გაფრთხილება: უორდი (26)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 5 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)