როგორც Gazzetta Dello Sport-ი იუწყება, აშშ-ს ჩემპიონატის კლუბებს რომის “ლაციოს” თავდამსხმელის მიროსლავ კლოზეს გადაბირება სურთ. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის დამატებით “ლოს ანჯელეს გალაქსი”, “ნიუ იორკ რედ ბულზი” და “ჩიკაგო” არიან დაინტერესებულნი.
37 წლის კლოზემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელს იტალიელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.