კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეხუთე ტური ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის ,,ქუთაისი 2010“-სა და სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი ,,ოლიმპის“ შეხვედრით გაიხსნა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად ქუთათურები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედი მათივე გამარჯვებით ანგარიშით 14:10 დასრულდა.
მეორე მეოთხედში ,,ქუთაისი 2010“-მა თამაში გამოასწორა, ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით - 39:38 გავიდა. მეორე ტაიმმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, გაიმარჯვეს 71:64 და მეხუთე ტურის დასრულებამდე ჯერ-ჯერობით ერთპიროვნული ლიდერები არიან.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ,,ოლიმპის“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ჯერემი ბაინუმმა დააგროვა. მასპინძელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,ქუთაისი 2010“ - ,,ოლიმპი“ 71:64 (10:14 , 29:24, 16:15, 16:11)