ძიუდო

21:05 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ყველა წონა დანომრეს

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი. დღეს მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდა. 81, 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველ ნომრად განთესილი ძიუდოისტები ავიდნენ.

81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ნაკრების წევრი უშანგი მარგიანი გახდა. ფინალის გზაზე მან გიორგი კასაბური, გურამ ხოხობაშვილი, კობა მჭედლიშვილი და ანზორ ბიბილაშვილი ჩამოიშორა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი ზებედა რეხვიაშვილს იპონით აჯობა.

90 კილოგრამში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს პირველ-მეორე ნომრებად განთესილი პაატა ღვინიაშვილი და ზვიად გოგოჭური დაეჭიდნენ. ღვინიაშვილისთვის ეს საქართველოს პირველობის მე-5 ფინალი იყო. წინა ოთხი ცდა წარუმატებელი გამოდგა. ამჯერად კი ნავსი საფინალო გონგამდე 13 წამით ადრე შესრულებული ერთადერთი იუკოთი მოიგო. რეხვიაშვილთან შეხვედრამდე პაატა ღვინიაშვილმა ზაურ მამარდაშვილი, კონსტანტინე გაზაშვილი და ნოდარ ბერიანი დაამარცხა.

ღვინიაშვილისგან განსხვავებით, 100 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა გურულმა შიდა კონკურენციაში მეოთხედ იმარჯვა. ფინალამდე გიგა თაყაძეს, თამაზ ჯახაშვილს, გიორგი ქავთარაძესა და გიორგი ბოლოთაშვილს სძლია. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ჯაბა მუმლაძეს დაეჭიდა და იუკოთი მოუგო.

მძიმე წონაში პირველ ნომრად საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი იყო განთესილი, მაგრამ ტატამზე გასვლა ტრავმის გამო ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მის არყოფნაში მთავარ ფავორიტად ონისე ბუღაძე იქცა და ბოლომდე იფავორიტა. საჩემპიონო ბრძოლაში მან ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ლაზუაშვილი დაამარცხა. იქამდე კი თორნიკე ოთინაშვილი, გიგა გელაშვილი და გუგა კიბორძალიძე ჩამოიცილა.

საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ხელფასებს დაუნიშნავს.

ძიუდო

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

13 ნოემბერი

81 კგ

1 უშანგი მარგიანი

2 ზებედა რეხვიაშვილი

3 გიორგი პაპუნაშვილი

3 კობა მჭედლიშვილი

90 კგ

1 პაატა ღვინიაშვილი

2 ზვიად გოგოჭური

3 თორნიკე ჯუღელი

3 არჩილ გოგოლაშვილი

100 კგ

1 ლაშა გურული

2 ჯაბა მუმლაძე

3 ლაშა ტაველური

3 ალექსანდრე ზაალიშვილი

+100 კგ

1 ონისე ბუღაძე

2 გიორგი ლაზუაშვილი

3 გიორგი ზაქარიაძე

3 ვახტანგ ოქრუაშვილი

0.114998