პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს აზრით, მიმდინარე წელს “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს. ამის შესახებ მადრიდის “რეალის” თავდასხმელმა ITV Channel-ს განუცხადა.
“მონია, რომ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს. შესაძლოა, კარიერაში საუკეთესო სეზონი მაქვს, “ოქროს ბუციც” მოვიგე, მაგრამ “ოქროს ბურთის” მოგებას უფრო მეტად გუნდური ჯილდოები განაპირობებს. მან კი ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო”, - თქვა რონალდუმ.
2014 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი სწორედ პორტუგალიელმა მოიგო, ხოლო მანამდე ზედზიედ ოთხი წელი იმავე ნომინაციაში მესი პირველობდა.