ფეხბურთი

16:05 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებს სასტუმროს დატოვება ბომბის გამო მოუხდა

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან სპარინგისთვის ემზადება, სასტუმროს დატოვება მოუხდა, რადგან იქ, სადაც ალემანები ბინადრობდნენ ბომბის არსებობის შესახებ გაცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ნაკრების წარმომადგენელმა ოლივერ ბირჰოფმაც დაადასტურა.

“სასტუმროში ბომბის საფრთხე იყო. იგი გარშემორტყმული გახლდათ და ევაკუაცია გამოცხადდა”, - უთხრა ბირჰოფმა გამოცემა express-ს.

პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა სასტუმროში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ, რის შემოდგომაც სასტუმროს დატოვება 250-მდე ადამიანს, მათ შორის გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებსაც მოუხდათ. საგანაგაშო წერტილად კი ფიტნეს ოთახი სახელდება.

საფრანგეთისა და გერმანიის შეხვერდა დღეს გვიან ღამით, “სტად დე ფრანსზე” უნდა გაიმართოს. ოთხ დღეში კი “ბუნდესნაკრები” ჰანოვერში ასევე ამხანაგურად ჰოლანდიას გაეჯიბრება.

0.191208