რუსეთის ნაკრების წევრმა მარია შარაპოვამ ჩეხეთის ნაკრების ლიერ პეტრა კვიტოვას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “უიმბლდონის” 2-გზის ჩემპიონი ძალიან აგრესიულ და ძალისმიერ ჩოგბურთს თამაშობს.
“კვიტოვა ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია. მას მძლავრი დარტყმები აქვს. როცა პეტრას დარტყმები მისდის ნებისმიერ ჩოგბურთელს შეუძლია მოუგოს. რთული დაპირისპირება მელოდება” – განაცხადა შარაპოვამ.
შეგახსენებთ, რომ “ფედერაციის თასის” ფინალში ჩეხეთი პრაღაში რუსეთს დაუპირისპირდება. ფინალი 14-15 ნოემბერს გაიმართება.