ფეხბურთი

13:19 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე ერთი დღით დაბრუნდა და ისევ დაშავდა

იტალიური “ემპოლის” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ისევ დაშავდა. ინტერნეტპორტალ empilichannel.it-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბარძაყზე ანთება აქვს და მას ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც სამედიცინო პერსონალს ზედმეტი რისკები თავიდან აარიდა. როგორც წყარო წერს, მჭედლიძე უფრო სერიოზულ დაზიანებას გადარჩენილია. შესაბამისად, ლევანს 22 ნოემბერს, “ფიორენტინასთან” შეხვედრაში თამაში არ შეეძლება.

არადა, მჭედლიძე ორთვიანი უქმობის შემდეგ ტოსკანურ გუნდს ოთხშაბათს დაუბრუნდა და ივარჯიშა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, მის საბოლოო გამოჯანმრთელებას ჯერ საშველი არ დაადგა...

მჭედლიძემ ტრავმა სექტემბრის დასაწყისში ირალნდია – საქართველოს მატჩისას უწყინარ სიტუაციაში მიიღო, როცა მეტოქე არც კი შეხებია.

0.113264