ჩოგბურთი

12:29 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონში ბიჭები დაჯგუფდნენ

მამაკაცთა შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადანაწილდა.

სტან სმიტის ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, კეი ნიშიკორი

ილიე ნასტასეს ჯგუფი: ენდი მარეი, სტანისლას ვავრინკა, რაფაელ ნადალი, დავიდ ფერერი

ტურნირი 15 ნოემბერს ჯოკოვიჩ-ნიშიკორის მატჩით გაიხსნება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ყველაზე მეტჯერ (6-ჯერ) როჯერ ფედერერს აქვს მოგებული (2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011)

0.134534