ფეხბურთი

0:36 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

U21 – ესპანეთი – საქართველო 5:0

ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. ალმერიაში გამართული დაპირისპირება მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ქართველთა კარის აღება დეულოფეუმ (3), უილიამსმა და სებალოსმა მოახერხეს. ამ გამარჯვებით ესპანელებმა მეორე ადგილი განიმტკიცეს და ლიდერ ხორვატიასთან 2-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. ჩვენი ნაკრები მომავალ მატჩს 17 ნოემბერს გორში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ესპანეთი U21 - საქართველო U21 5:0

ალმერია, ესპანეთი, Estadio del Mediterráneo

ესპანეთი: არიზაბალაგა, ხავი მანკილიო, გაია, ჯონი, დუარტე, ხოსე როდრიგესი (68, კამარასა), დეულოფეუ (კ), ოლივერ ტორესი, ასენსიო, სუარესი (58, დანი სებალოსი), უილიამსი (73,'მუნირ ელ ჰადადი).

მთ. მწვრთნელი: ალბერტ სელადესი.

საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), გადრანი, უბილავა, ლობჟანიძე (62, ქოჩლაძე), პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, ცნობილაძე, კაჭარავა (77, კერძევაძე), ფანცულაია (46, შულაია).

მთ. მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

გოლები: 17, 33, 84' ჟერარდ დეულოფეუ, 56 ინიაკი უილიამსი, 65 დანი სებალოსი.

გაფრთხილება: 50'შულაია, 80'ხოსე გაია.

მსაჯი: ხრისტოს ნიკოლაიდესი (კვიპროსი).

სფფ-ის პრესსამსახური

0.115971