“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი ნბა-ს ისტორიაში მე-15 კალათბურთელი გახდა ვინც ლიგაში 7000-ზე მეტი პასი გააკეთა.
პოლმა “დალასთან” 118:108 წაგებულ მატჩში 11 პასი შეასრულა და კარიერაში 7006 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. გამთამაშებელმა აღნიშნული შედეგის მიღწევა 706 შეხვედრაში მოახერხა.
პოლის მიზნია ტიმ ჰარდევეის 7095 პასს გადაასწროს, რასაც სავარაუდოდ ამავე სეზონში მოახერხებს.
ნბა-სისტორიაში ყველაზე მეტი 15806 შედეგიანი გადაცემა “იუტა ჯაზის” ლეგენდას ჯონ სტოკტონს აქვს გაკეთებული.