“სან ანტონიო სპურსის” ლიდერი ტიმ დანკანი ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მომხსნელთა შორის მეშვიდე კალათბურთელია.
ტიმმა “პორტლენდთან” 113:101 მოგებულ მატჩში 6 მოხსნა გააკეთა და სულ კარიერაში 14 717 დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით 39 წლის მოთამაშემ “ბოსტონის” ლეგენდარულ კალათბურთელ რობერტ პერიშს (14 715 მოხსნა) გადააასწრო.
დანკანის მორიგი სამიზნე კარლ მელოუნის 14 968 მოხსნაა.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეფარე უილტ ჩემბერლენია, რომელსაც 23 924 მოხსნა აქვს გაკეთებული.