მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა, თომას მიულერს კონტრაქტის ვადა გაუხანგრძლივოს და ხელფასი თითქმის გაუორმაგოს.
გერმანული BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევს ხელშეკრულებას ერთი წლით, 2020 წლამდე გაუხანგრძლივებს, ხოლო ხელფასს 8.5-დან 15 მილიონ ევრომდე გაუზრდის.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ჩქარობს, რადგან გერმანელისადმი აქტიურ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. თომასის სატრანსფერო ღირებულება 2015/16 წლების სეზონის განახლებიდან 55-დან 75 მილიონ ევრომდე გაიზარდა.