როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი იუწყება, იმ შემთხვევაში თუ პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, "მანჩესტერ სიტი" კარლო ანჩელოტის გადაბირებას შეეცდება.
ესპანელ სპეციალისტს გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიური მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყია. გვარდიოლას კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2016 წლის ივნისში ეწურება.
კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალში" მოღვაწეობის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ.