კალათბურთი

13:57 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი 10 დღე დაისვენებს

“ოკლაჰომა სიტის” ფორვარდი კევინ დიურანტი მოედანზე გასვლას ათიოდ დღის განმავლობაში ვერ შესძლებს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლიგის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა და დამატებითი სამედიცინო შემოწმების გავლაც მოუწევს. “სანდერის” ლიდერმა ტრავმა სამშაბათს, “ვაშინგტონთან” მატჩში მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში დურანტის საშუალო მონაგარი 28.1 ქულა და 7.3 მოხსნაა.

0.112668