კალათბურთი

13:22 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ვითა’’ კიდევ ერთმა კალათბურთელმა დატოვა

ვთბ ლიგის მონაწილე, ფინანსურ კრიზისში მყოფი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ,,ვითა’’ კიდევ ერთმა კალათბურთელმა, ამჯერად ახალგაზრდა უკანახაზელმა ლუკა ზაქრაძემ დატოვა, რომელიც სუპერლიგის მონაწილე ,,დინამოში’’ ჩაირიცხა. ამის შესახებ განცხადება ,,ვითას’’ მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზაქრაძემ 2014-15 წლების სეზონი სუპერლიგის წევრ ,,მგზავრები არმიაში’’გაატარა. ბექა წივწივაძის, მიხეილ ბერიშვილისა და უკრაინელი ლეგიონერის ალექსანდრ ლიპოვის შემდეგ, ლუკა მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ,,ვითა’’ ვადაზე ადრე დატოვა და კარიერას სხვა კლუბში აგრძელებს.

თეგებივითა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115065