დაიწყო ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 73-ე ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. უმაღლესი ლიგის საგზურს 1-5 ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ტარდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობით უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკე ისარგებლებს. ტურნირი 19 ნოემბერს დასრულდება. ამავე დღეს მოხდება მისი დახურვა.