საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს არაერთი სამარცხვინო მატჩი ჩაუტარებია და დღეს, “მარაგი” კიდევ ერთი თამაშით “გაიმდიდრა”. კახაბერ ცხადაძის გუნდი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ესტონეთს ეწვია და 0:3 განადგურდა. ბალტიისპირელებს რა დონის გუნდი ჰყავთ, ამას ქართველი ქომაგი ტელერეპორტაჟის საშუალებით თავადაც იხილავდა, ქართველმა ფეხბურთელებმა კი იმდენი “მოახერხეს”, რომ მათთანაც პირწმინდად წააგეს. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ესტონელებმა მე-2 ნახევარში გაილაღეს და ატს პურიეს (61-ე წუთი), არტურ პიკის (65) და მაკსიმ გუსევის (88) გოლებით დამაჯერებლად იმარჯვეს.
ესტონეთი - საქართველო 3:0
ტალინი, ესტონეთი, "ლე კოკ" არენა
ესტონეთი: მიკელ აკსალუ, არტურ პიკკი (65' მაქსიმ გუსევი), ალექსანდრ დმიტრიევი (81' იოელ ლინდპერე), ატს პურიე (73' რაუნო საპინენი), კონსტანტინ ვასილიევი, რაგნარ კლავანი (კ), ენარ იააგერი, კაროლ მეცი, კენ კალასტე, გერტ კამსი (54' სანდრე პური), ნიკიტა ბარნოვი
მთ. მწვრთნელი: მაგნუს პერსონი
საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა (68' ლუკას ჰუფნაგელი), გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვალერი ყაზაიშვილი (79' ზაქარია ბეგლარიშვილი), მათე ცინცაძე (73' მურთაზ დაუშვილი), ალექსანდრე კობახიძე (46' გიორგი ჭანტურია), მათე ვაწაძე (46' ბაჩანა ცხადაძე), გიორგი ნავალოვსკი (68' გიორგი ფოფხაძე)
მთ. მწვრთნელი : კახაბერ ცხადაძე
გოლები : 61' ატს პურიე, 64' არტურ პიკი, 88' მაქსიმ გუსევი