ფეხბურთი

19:23 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯის მიზანი ჯანლუიჯობაა...

იტალიური ფეხბურთის აღმოჩენა, 16 წლის ჯანლუიჯი დონარუმას თავისი ლეგენდარული მოსახელის, ბუფონის გზის გაგრძელება უნდა. ამის შესახებ “მილანის” ახალგაზრდა მეკარემ იტალიის 21-წლმადე ნაკრების პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებით. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და ჩემს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ყურადრება არ მივაქციო. “მილანში” კრისტიან აბიატი და დიეგო ლოპესი რჩევებს მაძლევენ და მეხმარებიან, რომ კარგი მეკარე გავხდე.

ჩემი იდეალი ჯანლუიჯი ბუფონია. მინდა მასავით წარმატებული გავხდე და იტალიაში პირველი კიპერი ვიყო. ყველას მიზანია ისეთი კარიერა ჰქონდეს, როგორც მას აქვს”, - თქვა დონარუმამ.

16 წლის ჯანლუიჯის სერია A-ში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და ბოლო ხანებია “მილანის” ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდება. სწორედ ამის შედეგია, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა 21-წლამდე ნაკრებში უკვე მიიწვიეს.

0.114922