კალათბურთი

20:31 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიანტს ოლიმპიადაზე თამაში სურს

37 წლის კობი ბრაიანტს 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება უნდა. ამის შესახებ ბრაიანტმა Sport Illustrated-თან ისაუბრა.

“ჩემთვის “დრიმ თიმთან” ერთად ოლიმპიადაზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რიოს ოლიმპიადაზე ვითამაშო. ვფიქრობ ნაკრებისთვის ისევ გამოსადეგი კალათბურთელი ვიქნები, რადგან გუნდს ჩემი გამოცდილება როგორც შეტევაში ისე დაცვაში შესაძლოა გამოადგეს” – განაცხადა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტმა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე და 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა.

0.110441