თამაშგარე

18:16 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დელპო” არაფერს ნანობს

9 ნოემბერს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო 41 წლისა მოიყარა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დელ პიეროს “მატარებელმა” ჩაიარა და მისი შარავანდედი გაფერმკრთალდა, ეს თარიღი იტალიის ყველა ქომაგისათვის დღემდე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია.

იტალიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ყოფილ 10 ნომერს თურმე ძველებურად ბევრი სასიყვარულო წერილი და საჩუქარი მისვლია ქომაგებისაგან და ეს ფაქტი ალესანდროს ცოლს, ყოფილ მოდელს, სონია ამორუზოს ძველებურად აძლევს ეჭვიანობის საბაბს, რადგან ტრფიალებამ წლები და ადგილი არ იცის.

როგორც 41 წელს მოყრილი “დელპო” ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, იგი თავის ცხოვრებაში საერთოდ არაფერს ნანობს და ცხოვრება თავიდან რომ დაიწყოს კვლავ იგივეს გააკეთებდა რაც გააკეთა. ერთი ისაა, რომ “იუვენტუსის” ბოსებზე ძველებურადაა გულნატკენი და მიაჩნია, რომ მისი გუნდიდან გაშვება მაინცდამაინც ლამაზად არ მოხდა.

0.129476