იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე შესაძლოა, ზაფხულიდან ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. აპენინელი ჟურნალისტების ნარკვევით, კონტე “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტს შედეგის მიუხედავად ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და დიდი შანსია, რომ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს.
“იუვენტუსს” ახლანდელ თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ კონტესა და “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერობა სუფევს და თანაც, ანტონიო ტურინელი გულშემატკვირების ფავორიტია. კონტე ჯერ ფეხბურთელობისას ირჯებოდა შავ-თეთრი მაისურით, ხოლო 2011-2014 წლებში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.