იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი უახლოეს მომავალში საზარდულის ოპერაციას კოპენჰაგენში გაიკეთებს. ინფორმაციას “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფეხბურთელმა დაზიანება “ნაპოლისთან” იტალიის ჩემპიონატის მატჩში მიიღო.
ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 4 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები გოლით ერთხელ გაახარა.