შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მას კრიშტიანუ რონალდუს და ლორან ბლანის საუბარი არ აღელვებს.
“არ მაინტერესებს ბლანმა და რონალდუმ რაზე ისაუბრეს ან რა მიმოწერა ჰქონდათ. პსჟ-ში მხოლოდ ერთი ლიდერია.” – განუცხადა gazzetta dello sport-ს ზლატანმა.
ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალის” და პსჟ-ს დაპირისპირების შემდეგ ბლანმა და რონალდუმ ისაუბრეს. ევროპულმა მედიამ აღნიშნული ფაქტი უმალვე აიტაცა და პორტუგალიელის სამომავალო კარიერა ფრანგულ გრანდს დაუკავშირა.