“სან ანტონიო სპურზი”, შესაძლოა, კიდევ ერთი ევროპელი კალათბურთელით გაძლიერდეს. Eurohoops-ის ინფორმაციით, არებობს შანსი, ტესახური კლუბის მაისური ბერძენმა გეორგიოს პრინტეზისმა მოირგოს.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბერძენი ფორვარდზე უფლებები ისედაც ნბა-ს კლუბს ეკუთვნის, თუმცა, ის ჯერაც “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავს.
როგორც ირკვევა, “სპურზის” გენერალური მენეჯერი არ სი ბიუფორდი გასულ კვირას პირეოსში იმყოფებოდა და 30 წლის კალათბურთელთან ტრანსფერის გარკვეული დეტალები განიხილა.
ცნობისთვის, “სან ანტონიოში” უკვე ირიცხება 3 ევროპელი მოთამაშე: ფრანგები – ბორის დიაო და ტონი პარკერი და სერბი ბობან მარიანოვიჩი.