შვიდ თამაშში 10 გატანილი გოლი – ნიგერიის 17-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა აწ დასრულებულ ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ასეთი შედეგი აჩვენა და თავისი ქვეყნის გაჩემპიონებაში მთავარი როლი ითამაშა.
ვიქტორი 1998 წლის 29 დეკემბერს, ლაგოსში დაიბადა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბევრი მას ლეგენდარულ დიდიე დროგბასთან აიგივებს...
მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიქტორმა საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი, “ოქროს ბუცი” მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მხოლოდ თანამემამულე კელეჩი ნვაკალის ჩამორჩა. იმავე მუნდიალზე ოსიმენმა რეკორდი დაამყარა: გაიტანა რა, ყველაზე მეტი გოლი ამ ტურნირის ფინალურ ეტპაზე – 10. აქამდე საუკეთესო შედეგი ფრანგ ფლორენ სინამა პონოლესა (2001 წელი) და სულეიმან კულიბალის (2011 წელი) ჰქონდათ 9-9 გოლით.
ოსიმენის მომავალი ეჭვგარეშეა ევროპასთან ასოცირდება. ნიჭიერი აფრიკელით პსჟ, “ლივერპული”, “იუვენტუსი”, “ჩელსი”, “ინტერი” და “ბაიერნი” არიან დაინტერესებულნი...