ფეხბურთი

12:24 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “ვესტ ჰემი” დაჯარიმდნენ

როგორც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ლონდონის “ჩელსის” და “ვესტ ჰემს” ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

პრემიერლიგის მე-10 ტურში “არისტიკრატები” სტუმრად ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. 44-ე წუთზე ნემანია მატიჩმა დიაფრა სახოსთან იუხეშა, შედეგად ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ფსიქოლოგიური ზეწოლა არბიტრის ჯონათან მოსის მიმართაც იყო. საბოლოოდ, სერბი მოთამაშე და ჟოზე მოურინიო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთის ასოციაციამ არასპორტულ საქციელში ორივე გუნდის მოთამაშეები დაადანაშაულა. “ჩელსი” 50 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა, ხოლო “ჩაქუჩები” – 40 000 სტერლინგით.

ასოციაციამ ორივე გუნდი მკაცრად გააფრთხილა, რათა მომავალში აღნიშნული გუნდების მონაწილეობით რომელიმე მატჩში მსგავს არეულობას აღარ ჰქონდეს ადგილი.

0.113143