ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ ესპანეთმა თავის დროზე ლიონელ მესის ნატურალიზირება სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
“ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სცადა მესის გადმობირება, თუმცა ფეხბურთელმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში არჩია თამაში. ლიონელი ფენომენალური ფეხბურთელია. ჯერ არავინ იცის სად დაიბადება მომდევნო მესი ან რონალდუ.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მესის “ალბისელესტეს” რიგებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელის მიღწევა 2014 წლის მუნდიალის და 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალში გასვლაა. ესპანეთის ნაკრებმა კი 2008 და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.