ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) პირველი გამარჯვება იზეიმა.
მეტრეველმა იტალიელი დანიელე კაპეჩი 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში უკრაინელ ვადიმ დევიატაროვს ეთამაშება, რომელმაც გზიდან თანამემამულე ვადიმ ალეკსეენკო ჩამოიცილა – 7:6 (8:6), 6:1.