ფეხბურთი

22:46 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი 19-წლამდელთა ნაკრებს ესტუმრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასას ესტუმრა, სადაც 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ქართველი 19-წლამდელები სამ ოფიციალურ მატჩში 12, 14 და 17 ნოემბერს შესაბამისად უელსს, ალბანეთს და ავსტრიას დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძის გუნდი ელიტ-რაუნდში გასვლას ეცდება, სადაც თავის მხრივ, ფინალური ეტაპის საგზურები გათამაშდება.

“17-წლამდელებმა უკვე გაგვახარეს – მათ წარმატებით დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს. ვიმედოვნებ, 19-წლამდელებიც ასევე გაგვახარებენ. ეს გუნდი ჩვენი ფეხბურთის მომავალია და მინდა, რომ ამ ასაკშივე მიიღონ ის აუცილებელი გამოცდილება, რაც მომავალში წაადგებათ. მსურს წარმატება ვუსურვო 19-წლამდელთა ნაკრებს”, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

“მადლობელი ვარ მინისტრის, რომელიც დღეს ბაზაზე გვეწვია. დღევანდელ სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება და სასიამოვნოა, რომ ბატონი ტარიელი ფეხბურთს სათანადო ყურადღებას აქცევს. რაც შეეხება გუნდს, ბიჭების მზადებით კმაყოფილი ვარ – მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგსაც მიაღწევენ. მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. ჩვენ წარმატებას ერთად უნდა მივაღწიოთ!” – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ვასილ მაისურაძემ შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა თბილისის საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე დინამო თბილისი), გიორგი პაპუაშვილი (თბილისის ლოკომოტივი), გიორგი ახალაძე (სამტრედია), ირაკლი კომახიძე (ქობულეთის შუქურა).

ნახევარმცველები: გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა თბილისის საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (თბილისის ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა მიქელთაძე (დინამო თბილისი), გურამ გოშთელიანი (თბილისის საბურთალო), გიორგი კიკნაძე (თბილისის ლოკომოტივი).

მედია-აქტივობები ხვალიდან, 11:00 ნოემბრიდან “მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაიწყება.

11 ნოემბერი

13:30 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ვასილ მაისურაძისა და ნაკრების კაპიტნის – გურამ გოშთელიანის პრესკონფერენცია.

14:00 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში.

მედია-აკრედიტაციები იქვე “მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია-ცენტრში გაიცემა.

აქვე, შეგახსენებთ ტურნირის განრიგს:

12 ნოემბერი

13:00 - ავსტრია – ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო – უელსი („მიხეილ მესხი“)

14 ნოემბერი

13:00 - ავსტრია – უელსი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - ალბანეთი – საქართველო („მიხეილ მესხი“)

17 ნოემბერი

14:00 - უელსი – ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)

14:00 - საქართველო – ავსტრია („მიხეილ მესხი“)

შეგახსენებთ, რომ მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, 17 ნოემბრის მატჩის ტრანსლირებას კი, “სილქ სპორტი“ უზრუნველყოფს. ტრადიციულად, ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო

0.135731