“საკრამენტო კინგზის” ცენტრმა დემარკუს კაზინსმა კარიერაში მე-200 ორმაგი დუბლი შეასრულა.
მან საიუბილეო დაბლ-დაბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) გამთენიისას “სან ანტონიოსთან” წაგებულ შეხვედრაში (88:106) მიითვალა.
25 წლის კაზინსს აღნიშნული მიღწევის დასაფიქსირებლად 354-ე მატჩი დასჭირდა. დემარკუსი მეექვსე წელია, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს.