სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:47 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ფეხბურთელებს: "თუ მწვრთნელად არ გინდივართ..."

თურქული წყაროების ცნობით, შოთა არველაძეს "ტრაბზონსფორის" ფეხბურთელებისთვის მიუმართავს, რომ კლუბის ღირსებისთვის ითამაშონ.

"თუ თქვენ მწვრთნელად არ გინდივართ, პრობლემა არაა. მე ამას მივიღებ. მთავარია, "ტრაბზონსფორისთვის" ითამაშოთ".

არველაძის გაწვრთნილი გუნდი ცუდ შედეგებს აჩვენებს. ბოლო 7 ტურში "ტრაბზონსფორმა" 5-ჯერ წააგო, მე-12 ადგილზეა და ეს მართლაც მეტისმეტია კლუბისთვის, რომელიც ზოგადად მეოთხე-მეხუთე გუნდად ითვლება თურქეთში.

მომდევნო ტურში "ტრაბზონსფორი" "გენჩლერს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.346665