ფეხბურთი

15:07 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძეს ალექს ტეიშეირამ აჯობა

დონეცკის “შახტარის” ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის გიორგი არაბიძემ 5 ქულა დააგროვა, თუმცა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი ალექს ტეიშეირა გახდა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ გულშემატკივართა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.

“მეშახტეების” ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობა 3 795 ადამიანმა მიიღო და ხმათა 61.61% (2 338) ქართველ შემტევს ხვდა წილად. სამაგიეროდ, არაბიძე ხმის გარეშე დარჩა ჟურნალისტებისა და “შახტარის” ვეტერან ფეხბურთელთა გამოკითხვაში, რომლებსაც გაცილებით მეტი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ქომაგების ნააზრევს.

მთლიანად, ტეიშეირამ 21 ქულა დააგროვა, არაბიძემ ხუთი. მათ გარდა თითო ქულა მიიღეს ბრაზილიელმა ბერნარდმა და ტარას სტეპანენკომ.

0.125294