ფეხბურთი

14:46 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-12 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულშია მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯეიმი ვარდი, რომელმაც წინა ტურში “უოტფორდის” დამწუხრება მოახერხა და უკვე 12 გოლი დაუგროვდა.

ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ჯეკ ბატლანდი (“სტოკი”);
მცველები: სკოტ დანი (“კრისტალ პალასი”), კირან გიბსი (“არსენალი”), ალექსანდ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”), მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი”);
ნახევარმცველები: ჯონათან ჰაუსონი (“ნორვიჩი”), ნ’გოლო კანტე (“ლესტერი”), დუშან ტადიჩი (“საუთჰემპტონი”), იენიკ ბოლასი (“კრისტალ პალასი”);
თავდამსხმელები: აიოზე პერესი (“ნიუკასლი”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”).

0.114886