საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გამოჯანმრთელდა. როგორც ინტერნეტპორტალი empolichannel.it-ი იტყობინება, 25 წლის ფორვარდი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს ოთხშაბათიდან შეუდგება. სწორედ ამ დღეს განაახლებენ ტოსკანელები ვარჯიშებს.
იმავე წყაროს ვარაუდით, მჭედლიძე სერია A-ს მომდევნო ტურში, რომელშიც “ემპოლი” ფლორენციის “ფიორენტინას” ესტუმრება, ქართველი ფეხბურთელი მინიმუმ სათადარიგო სკამზე მაინც იქნება. აღნიშნული შეხვედრა ფლორენციაში 22 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან მოყოლებული ლაზარეთშია. მან ტრავმა ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩისას მიიღო. ლევანმა წლეულს იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.