სხვა

13:18 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველმა იმარჯვა

ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე “ქართული” დღე გახლდათ. თავდაპირველად, წარმატებას გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მიაღწია, მოგვიანებით კი, მას მხარი ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმაც აუბა, რომელმაც კიუშიუს ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის ოძეკი გოეიდო იორიკირით დაჯაბნა და პირველი მარცხი აგემა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი შემოდგომის სუპერტურნირს კადობანში ჩაყენებული შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, პრესტიჟულ წოდებას დაკარგავს და სეკივაკეობამდე დაქვეითდება.

ტოჩინოშინი, რომელსაც 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხვალ ზედიზედ მე-3 ოძეკი კისენოსატოს შეხვდება, რომელსაც ფუკუოკაში 3-დან 2 ბრძოლა მოგებული აქვს. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 13:5 ამარცხებს.

საწყის ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯება, იაპონელი სადანოფუჯი (დასავლეთის მე-9 მაეგაშირა) იორიკირით დაჯაბნა.

გაგამარუს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგი ბრძოლას კი “პატარა ტანკად” წოდებულ იაპონელ ტაკეკაძესთან გამართავს, რომელსაც ამ დროისთვის ქართველის იდენტური ბალანსი აქვს. ურთიერთშეხვედრებში გაგამარუ ტაკეკაძეს 9:5-ს უგებს.

კიუშიუ ბაშოს 3 დღის თავზე, ტურნირს 5 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კოტოშოგიკუც იმყოფებიან.

ნოემბრის ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 3:38-დან, ტოჩინოშინის - 9:19-დან

0.114868