მიუხედავად იმისა, რომ თანამედორვე მედიცინას უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯები აქვს გადადგმული, შიდსი ჯერ კიდევ ითვლება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ძნელად დაძლევ დაავადებად. ისიც ცნობილია, რომ შიდსის ერთგვარი “ბუდე” აფრიკის კონტინენტია და სწორედ ამიტომაც, აფრიკაში წამსვლელ ადამიანებს ყველა აფრთხილებს, რომ სექსს რაც შეიძლება მოერიდონ ხოლმე.
ეს შეგონებანი ყველაზე როდი ჭრის? მაგალითად, ამასწინათ, ვეტერნამა კამერუნელმა მობურთალმა, სამუელ ეტოომ აღიარა, რომ ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე სექსი მისი დიდი ხნის ჰობია და ამას იგი აფრიკაში ყოფნის დროსაც ხშირად აკეთებდა. სამუელი ამბობს, რომ ქუდბედიანი კაცია და მას შიდსი არასოდეს დაემართება.
როგორც იცით, ახლა ეტოო ცოლ-შვილიანია და შემთხვევითი სექსი კი არა, ზოგადად სექსიც კი გაკონტროლებული აქვს, მაგრამ შიდსი ის ვაებაა, რასაც ბევრი ცნობილი ადამიანი ვერ გაექცა და როდესაც აფრიკაზე ვსაუბრობთ, ვითომ ეს ეტოო რა ქვა და რკინაა ასეთი, დაავადება რომ არ მიეკარება?