ჩოგბურთი

1:21 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი საწყის რაუნდში იტალიელ მეტოქეს გაეჯიბრება

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმყოფება და ზედიზედ მე-2 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.

მეტრეველი მე-2 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში იტალიელ დანიელე კაპეჩის გაეჯიბრება.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეტრეველი 158 ქულით 302-ე ადგილზეა, ქართველთაგან კი საუკეთესო შედეგი ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს, რომელიც 602 ქულით 90-ეა.

0.120861