ფეხბურთი

23:39 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაიე სამ თვეს გამოტოვებს

ლონდონური “ვესტ ჰემის” ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი პაიეს ტრავმის გამო დიდი ხნით მოუწევს უქმობა. აღნიშნულ ინფორმაციას “ჩაქუჩების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

28 წლის ნახევარმცველი “ევერტონთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის 50-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ფრანგ ფეხბურთელს დღეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინა, რომ მარცხენა ტერფი აქვს გაზიანებული, რომლის მკურნალობასაც დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

პაიე “ვესტ ჰემში” გასულ ზაფხულს “მარსელიდან” გადავიდა. მან “ჩაქუჩების” მაისურით 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.137663